პროექტის შესახებ
თიბისი, 2024 წლიდან იწყებს კიდევ ერთ ონლაინ განათლების პროექტს „თიბისი კამპუსი“, რომლის მიზანია 18 – 24 წლის ახალგაზრდებს მისცეს სხვადასხვა ბიზნეს საგნის შესწავლის საშუალება უფასოდ, პრაქტიკოს პროფესიონალებთან.
ნებისმიერ ახალგაზრდას, მიუხედავად იმისა თუ რა პროფესიას ეუფლება უმაღლეს სასწავლებელში, შეუძლია შეავსოს აპლიკაცია და შერჩევის გავლის შემთხვევაში, მიიღოს დამატებითი ცოდნა, რომელიც დაეხმარება მომავალში სხვადასხვა კომპანიაში დასასაქმებელად ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით სამართავად.
წელს, თიბისი კამპუსის პირველი ეტაპი იწყება. კურსები ხორციელდება აკადემია კოლაბთან ერთად და მოიცავს 8 მიმართულებას. ესენია:
-
ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები
-
UI/UX დიზაინი
-
საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია - SEO
-
მონაცემთა ანალიზი
-
მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება
-
ციფრული მარკეტინგი
-
გრაფიკული დიზაინი
-
სარეკლამო კონტენტის შექმნა